ლისაბონი (პორტ.: Lisboa) — პორტუგალიისდედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, ასევე ლისაბონის რეგიონის დედაქალაქი. ქალაქის მოსახლეობა 2006 წლის აღწერით შეადგენდა 567.867 ადამიანს, ხოლო მთელს აგლომერაციაში დაახ. 2.700.000 ცხოვრობს (2005). ქალაქი მთელი ქვეყნის ეშპ-ის 45% აწარმოებს, რაც ერთ სულ მოსახლეზე გათვლით მნიშვნელოვნად აღემატება დანარჩენი ქვეყნის და ევროკავშირის შესაბამის საერთო მაჩვენებლებს.